უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ ცდილობს, უნგრეთი ომის ბანაკში გადაიყვანოს
აშშ ცდილობს, უნგრეთი ომის ბანაკში გადაიყვანოს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გლობალური მშვიდობის მომხრე უმრავლესობას ეკუთვნის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთში აშშ-ის ელჩი, დევიდ პრესმანი ომის პროპაგანდით არის ცნობილი.
აღნიშნული განცხადება სიიარტომ მას შემდეგ გააკეთა, რაც უნგრეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ხუთჯერ ჩავიდა, უკრაინელ კოლეგასთან სასაუბროდ კი ერთხელაც არ დამჯდარა.
„მინდა განვაცხადო, რომ ელჩი არის ელჩი და არა მოადგილე. ელჩებს სხვა ქვეყნებში ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ვაგზავნი და არა იმისთვის, რომ იფიქრონ, რომ ადგილობრივებზე უფრო ჭკვიანები არიან.
ელჩი პრესმანის თქმით, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ომს. ეს არის ომის პროპაგანდა. ამას ნუ ითხოვთ, რადგან ჩვენ არ გვინდა ომთან შეხება, ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვესმის, რომ ამერიკელებს ომის ბანაკში შეყვანა უნდათ, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ბანაკს ვეკუთვნით“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.