უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
როგორც უკრაინის საჰაერო სივრცის მონიტორინგის არხები იუწყებიან, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
წინასწარი ინფორმაციით, პირველი იერიში კრამატორსკისა და სლავიანსკის რაიონთან მიიტანეს, საიდანაც იუწყებიან აფეთქებების შესახებ.