ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა
ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა, რესპუბლიკაში შესვლის მსურველებს პასპორტებს უმოწმებენ.
ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა – Zerkalo ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ საგუშაგოზე „ყველას მანქანებიდან გადასვლა უწევს, მიმდინარეობს ჩხრეკა, იწერენ საბუთებს”.
მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ეს დროებითი ზომაა და ასეთი კონტროლი რუსეთიდან ყველა მთავარ შესასვლელთან დაწესდება.
აღნიშნულია, რომ შემოწმებები „განსაკუთრებულ განკარგულებამდე“ ჩატარდება.