კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ, როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ, სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართა
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, სადაც საქართველო ოფიციალურად წარდგა, როგორც 2024 წლის, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს თბილისში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველომ პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის წარმოაჩინოს საკუთარი საინვესტიციო/ტურისტული შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.
ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“.