გია აბაშიძე – „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსზე“ – “შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა; პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიის სახელმწიფოებში, ამ კვლევიდანაც ჩანს”

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს 12 პუნქტით დაწინაურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანი, თუმცა, პოლარიზებულია. აბაშიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი პრობლემები მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც აქტუალურია.

„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს 2023 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს. საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 12 საფეხურით დაწინაურდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ “მედიალანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა, ამავე დროს, ძალზე პოლარიზებული. მანიპულაციები, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით – ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს”…

პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და მანიპულაციები რომ გლობალური სენია, ამ კვლევიდანაც ჩანს სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიის სახელმწიფოებში. სენი უკურნებელია, ხარისხის დაწევა შეიძლება, მაგრამ ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში ამას ვერ ახერხებენ. ციფრული მედიისა და სოცქსელების ეპოქაში შეუსრულებელი ამოცანაა”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები