ირაკლი ღარიბაშვილი ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის

   პრემიერ-მინისტრი საქართველოში ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის. ამასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე თბილისში ღვინის მუზეუმის შექმნის იდეაც გაახმაურა,- ამის შესახებ ღარიბაშვილმა ეროვნულ მუზეუმში “ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის” პრეზენტაციაზე განაცხადა. “გამოვდივარ ინიციატივით, თბილისის ღვინის მუზეუმი შეიქმნას. ეს გახდება ცენტრი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება თავმოყრილი. დარწმუნებული ვარ, არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი არ მოაკლდება. მივმართავ ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობას მუზეუმის პროექტზე მუშაობა დაიწყოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეხეება ქართული ღვინის დღეს, პრემიერის ინიციატივაა, რომ ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნოს. “ასევე, გამოვდივარ ინიციატივით, აღვნიშნოთ ქართული ღვინის დღე და ეს დღე იყოს ოქტომბრის ბოლო კვირა დღე. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო პოპულარიზაციას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები