ირაკლი ჩიქოვანი: გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას

“ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას. გიორგი, საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და ჩვენი გუნდის დიდი მხარდაჭერით ნამდვილად შეძლებს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობას რაც მის მაჟორიტარულ ოლქშია. გიორგი გააგრძელებს მისი ღირსეული მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ არჩევნებმა აჩვენა ჩვენი გუნდის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა, მადლობა სამეგრელოს ამ სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ვინც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, თავისი არჩევანი დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთა.

გიორგი ხახუბია / Giorgi Khakhubia გელოდებით პარლამენტში”, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები