15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 20,25%-მა მიიღო მონაწილეობა

15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა.

საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა.

ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში – 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში – 33,5% (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში – 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში – 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში – 13,3% (3 432 ამომრჩეველი), სენაკში – 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში – 23,7% (6 294) ამომრჩეველი. ფოთში ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები