გოგა ხაინდრავა: „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ვინმე: სენატორი, ლორდი, კონგრესმენი-ვუმენი, ჟურნალისტი, ექიმი – გიული იხდის“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

„იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ვინმე: სენატორი, ლორდი, კონგრესმენი-ვუმენი, ჟურნალისტი, ექიმი, ევროსდეპუტატი, ექსპრეზიდენტი, ექსელჩი, ექსპერტი და ა.შ. იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე: სტატია, გადაცემა, ცნობა, აქტი, რეზოლუცია, სინდისი, და ა.შ.  იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ სანამ: გიული იხდის…“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები