აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ დაიქირავა.

აღნიშნული დასკვნები მომზადებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის საწინააღმდეგოდ. მასალები ადასტურებს, რომ საპასუხო დასკვნები სწორედ ლობისტური კომპანიის თანამშრომლების დაკვეთით და მათთან შეთანხმებით არის მომზადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები