ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთის ვიცეპრემიერების შეხვედრა გაიმართა

ბუდაპეშტში საქართველოს ვიცეპრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და უნგრეთის ვიცეპრემიერის,  ჟოლტ შემიენის შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი უნგრეთში – თამარ ლილუაშვილი.
თეა წულუკიანმა და ჟოლტ შემიენმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და გეგმები განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
თეა წულუკიანმა ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა უნგრეთის ვიცეპრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, თავის დროზე, უნგრეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესში ჩვენს ქვეყანას გამოუცხადა.
უნგრეთის ვიცეპრემიერმა კულტურის მინისტრს კვლავაც დაუდასტურა მხარდაჭერა და გამოხატა მზადყოფნა, მხარი აქტიურად დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან წარმატებული თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები