„სიცოცხლის ქარავანი“ – აზერბაიჯანელი მწერლის, ისა მუღანას წიგნის წარდგენა გაიმართება
27 აპრილს, 14 საათზე, მწერალთა სახლში გამომცემლობა „მერანი“ ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, ისა მუღანას წიგნის „სიცოცხლის ქარავნის“ წარდგენა უმასპინძლებს.
მწერალთა კავშირის ინფორმაციით, ღონისძიება „მეგობრობის მერიდიანი“ ეძღვნება ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებს და ჰეიდარ ალიევის დაბადების მე-100 წლისთავს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან:ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლები – აფაგ მასუდი და იმირ მამედლი.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.