თელავში ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

 თელავის ისტორიულ მუზეუმში მეცენატი ქალბატონის – ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ფერწერული ტილოები და ანტიკვარული ნივთები, რომლებიც დაცულია მუზეუმის ხელოვნების ფონდსაცავში.
გამოფენის გახსნას დაესწრო: საქართველოს კულტურის ,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ქეთევან იაშვილის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გამოფენა ერთ  თვეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები