„საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/ სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/ სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; შემოქმედებით პროცესში ბავშვთა აქტიური მონაწილეობა, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული სამუსიკო, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის პროფესიონალების მომზადება.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარი იყო. წარმოდგენილი 12 საკონკურსო პროექტიდან გაიმარჯვა სამმა.
გამარჯვებული პროექტებია:
1. საბავშვო მიუზიკლის – „კარიუსი და ბაქტუსი” – სადადგმოდ მოსამზადებელი ეტაპი – შპს „ალიხე“;
2. კომპოზიტორ ინოლა გურგულიას მუსიკაზე შექმნილი შემეცნებით-მუსიკალური წარმოდგენა – სსიპ − ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3. ქორეოგრაფიული სპექტაკლი „მამბერი“ – შპს ქორეოგრაფიული დასი „მეტეხი“.
ინფორმაციისთვის: კონკურსი პირველად 2022 წელს ჩატარდა. მისი ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. სამინისტროში განსახილველად წარმოდგენილი იყო ცხრა პროექტი და გამოვლინდა სამი გამარჯვებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები