ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, შეზღუდული ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში
“სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანას”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.
„სამწუხაროდ, შეზღუდული ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, – აცხადებს დარჩიაშვილი.