ოთარ შამუგია – „ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150 %-ით გაიზარდა“

„ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ორი წელზე მეტია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150 %-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას. რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები