ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თანამოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს ულოცავს.

„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში. მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები