ჯოზეფ ბორელი: სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ

სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ.

ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები