ყოველ ჯერზე, როდესაც იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები საკუთარი სიცოცხლით იხდიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ დაპირებული იარაღის მიწოდება ყოვნდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვები უკრაინისთვის იარაღის სახეობასთან, მოქმედების მანძილთან ან სხვა ხარისხობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ იმისთვის, რომ ეს დრო იყოს, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.