პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს, ის სხვა ქვეყანას დაესხმება თავს.
„ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, გავაგრძელებთ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, უკრაინას მუდმივად გაუწიოს ეს მხარდაჭერა, სანამ არ დასრულდება ეს ომი რუსეთის გამარჯვების გარეშე. რუსეთმა არ შეიძლება, გაიმარჯვოს ამ ომში. თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ის თავს სხვა ქვეყანას დაესხმება“, – განაცხადა დუდამ.
მისი აზრით, ნებისმიერი, ვინც კიევისთვის დახმარების შეწყვეტას ითხოვს, მოქმედებს მოსკოვის ინტერესებით და სურს, რომ რუსეთმა უკრაინა დაამარცხოს.