NYT: ნატო რუსეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ცივი ომის დროიდან ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტია, რომელმაც ნატოს უბიძგა, ისევ გახდეს ბრძოლისუნარიანი ალიანსი, როგორიც ის ცივი ომის დროს იყო.

ამის შესახებ  The New York Times-ის სტატიაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ „ცვლილება ორგანიზაციისთვის გარდამტეხი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა”.

გამოცემის ცნობით, ნატო „შურისძიებით შეკავების“ სტრატეგიიდან „აკრძალვით შეკავებაზე“ გადადის.

პრაქტიკაში, ეს ნიშნავს რუსეთთან საზღვარზე მეტი ჯარის განთავსებას, აშშ-ისა და მოკავშირეთა სამხედრო გეგმების უფრო ღრმა ინტეგრაციას, სამხედრო ხარჯების გაზრდას და მოკავშირეების მიმართ უფრო დეტალურ მოთხოვნას სამხედრო ძალების შემადგენლობასთან დაკავშირებით.

NYT წერს, რომ ნატოს მიზანია არა მხოლოდ ძალების გააქტიურება, არამედ – ისინი მოსკოვისთვის უფრო თვალსაჩინო გახადოს.

გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა უკვე გაგზავნა ჯარები სხვადასხვა ქვეყნიდან რვა სახელმწიფოში რუსეთთან საზღვართან და ახლა მათი გაძლიერების შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები