სუდანში შეტაკების შედეგად, დაღუპულია ასამდე ადამიანი, დაშავებულია 1100-ზე მეტი მოქალაქე

სუდანში შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 97 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ექიმთა პროფკავშირზე დაყრდნობით იტყობინება.

ჯანმო-ს ინფორმაციით კი, 11260-ზე მოქალაქეა დაშავებული.

13 აპრილს სუდანის სწრაფი რეაგირების ძალებმა ქალაქ მეროეში თავიანთი ქვედანაყოფები განალაგეს, ქვეყნის არმიამ კი მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

უკვე 15 აპრილს​ სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის ბრძოლა დაიწყო.

სწრაფი რეაგირების ძალებში განაცხადეს, რომ ხართუმში მდებარე რესპუბლიკის სასახლეზე (პრეზიდენტის სასახლე), დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტზე, ასევე, ქალაქ მეროეში საჰაერო ბაზაზე დაამყარეს კონტროლი. გარდა ამისა, რეგულარული არმია დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ ბაზას დაესხნენ თავს.

რეგულარულ არმიაში განაცხადეს, რომ ეს მტკიცებულება რეალობას არ შეესაბამება და აღნიშნეს, რომ ყველა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეს.

ამ დროისთვის, შეტაკებები სუდანის სხვა პროვინციებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები