ჯუანშერ ბურჭულაძე: პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა, შემიძლია – მოვუწოდო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ინტერესებში პოლარიზაცია არ შედის.

„მე ხშირად მიფიქრია პოლარიზაციაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ ეს არ არის სასურველი მდგომარეობა არავისთვის. არც ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ისედაც არ არის საყურებლად სასიამოვნო. ჩვენ არ ვართ რადიკალები, არ ვართ კატეგორიულად მოაზროვნეები, თუმცა როდესაც საქმე გაქვს ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებთან, როგორიც არის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მე ვერ წარმომიდგენია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე ყოველთვის მოვუწოდებ და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, რომ ნუ ვიქნებით ასეთი კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები