ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინიდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები მშვიდობიანი მოქალაქეების ნაღმზე აფეთქების შესახებ, ყველაზე ხშირად – ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში.
ანგარიშის მიხედვით, გაზაფხულის დადგომასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად, ნაღმზე აფეთქების რისკი მზარდია.
ბრიტანელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ნაღმზე აფეთქების 750-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული, ყოველ მერვე შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე თქმით, უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება.