გიული ალასანია – სააკაშვილზე: ჩონჩხად გადაიქცა, 100 წლის ადამიანივითაა
პატიმარი ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
“ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით, ძლივს მიჩოჩავს. საკვებს იღებს, ასე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს, მაგრამ პრობლემაც ეს არის, რომ იღებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იწოვს ორგანიზმი”, – აცხადებს ალასანია.