საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე (II დივიზიონი) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა ისლანდიის ნაკრებს დამაჯერებლად – 4:1 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობს. ქართველი ჰოკეისტები ტურნირზე შემდეგ შეხვედრას ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი ხვალ 18 საათზე დაიწყება.