მეუფე დავითი: ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენს ერსა და ქვეყანას მისცეს მშვიდობა

ალავერდის მამათა მონასტერში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავით მახარაძემ მრევლი დალოცა და მათ აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

“ჩვენს ერს, მრევლს და ჩვენს ხალხს, საქართველოს ვულოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენს ერსა და ქვეყანას მისცეს მშვიდობა, ერთიანობა და ხალხსა და მრევლს მისცეს მადლიერება ღვთისა და სიყვარული მოყვასისა”, – აცხადებს მეუფე დავითი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები