შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველა ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ სულიერ სიძლიერესა და სიხარულს

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველა ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ სულიერ სიძლიერესა და სიხარულს!”, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

“აღდგომა მორწმუნეთათვის გამორჩეული დღესასწაულია, რადგან ის არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, სულიერი განახლების ზეიმი!

წელს აღდგომას, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად რაჭაში, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ვხვდები. ათასი წლის წინ აგებული ეს ტაძარი საუკეთესოდ აერთიანებს ქართული სულიერი და ეროვნული გენის სიდიადეს და მადლობა უფალს, რომ აღდგომის ლიტურგია ნიკორწმინდაში ათასი წლის მერეც ტარდება.

მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ ყველას. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები