ბაჩო დოლიძე – “ნაცმოძრაობაზე”: ახალი მენეჯმენტი აცდენილია რეალობას
თუ არ იზიარებ ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან თუ არ ხარ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავი, მაგ პარტიაში არ გიშვებენ. აბსოლუტურად სხვაგან არის სამწუხაროდ ახალი მენეჯმენტი, აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ეს ადამიანები, რომლებსაც კარი აქვთ ჩაკეტილი იმ ოფისში და იმ შინაარსის წერილიდან როგორ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ მიხვიდე. ისე გავიდა 2 თვე, რომ არც ერთი გადაწყვეტილების მიღებაზე ჩემთვის პირადად ერთი სიტყვა არ უთქვამს არავის. ნაცვლად იმისა, რომ თქვან, მოდით, ერთად ვაკეთოთ, პირიქით, წადის მეტი არაფერი არ მესმის. თუ არ იზიარებ ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან თუ არ ხარ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავი, მაგ პარტიაში არ გიშვებენ. აბსოლუტურად სხვაგან არის სამწუხაროდ ახალი მენეჯმენტი, აცდენილია რეალობას“, – განაცხადა დოლიძემ.