ზვიად აბაშიძე: Wizzair-ის საინფორმაციო ბუკლეტზე აფხაზეთი სახელმწიფოდაა მოხსენიებული

პოლიტოლოგი, ზვიად აბაშიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც Wizzair-ის თვითმფრინავში ერთ-ერთ საინფორმაციო ბუკლეტზე, რომელიც კულინარიის შესახებაა, აფხაზეთი სახელმწიფოდაა მოხსენიებული.

“ინფორმაცია ქართულ და, ამ შემთხვევაში, მეგრულ სამზარეულოზე wizzair კომპანიის თვითმფრინავში. ინფორმაციის მიხედვით, ცხარე კულინარიული ტრადიცია საერთოა მეგრულ სამზარეულოსა და აფხაზეთის სახელმწიფოს (state of abkhazia) სამზარეულოს შორის”, – წერს ზვიად აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები