ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, დაშავდა 6 ადამიანი.
თვითმხილველის თქმით, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშვებულები ხაშურის “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანა.
დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.