საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარების და მოსმენის საკითხზე იმსჯელეს
დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში თანამდებობის პირის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დაბარებისა და მოსმენის შესახებ არსებული ინფორმაცია განიხილეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარებისა და მოსმენის რეგლამენტით მინიჭებული უფლებით, არცერთ კომიტეტს არ უსარგებლია.
მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით, ფრაქციის მიერ კომიტეტზე თანამდებობის პირის დაბარების კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რამაც ეს მექანიზმი უფრო რეგლამენტირებული გახადა.
ასევე შემოღებულია ამ მექანიზმის მუდმივი მონიტორინგის ვალდებულება და სისტემა. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველ 3 თვეში იღებს ინფორმაციას კომიტეტებში სხდომებზე დაბარებული თანამდებობის პირების და მათი გამოცხადების თაობაზე.
„როგორც 2023 წლის პირველი კვარტლის ანალიზმა აჩვენა, ამ პერიოდში პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. მომავალი მონიტორინგის პერიოდში, სავარაუდოდ, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირთა დაბარებისა და გამოცხადების შემთხვევები უკვე იქნება”, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.