ნინო ქადაგიძე: კელი დეგნანთან მქონდა დახურული ტიპის შეხვედრა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დახურული ტიპის შეხვედრა ჰქონდა.

მისივე თქმით, ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება, ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-ისგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. იცით, ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, არის ის, რომ სასამართლო კორუმპირებულია. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირადად მქონდა შეხვედრები და თხოვნა, წარმოდგენილიყო არათუ პირდაპირი მტკიცებულებები, არამედ მინიშნება, რას ედავებიან და რაში სდებენ ბრალს ჩვენს სამ მოსამართლეს. პასუხი ამაზე არის ასეთი – ეს არის ღია, საჯარო ინფორმაციები. თუ თქვენ მიმითითებთ, რომელია ეს ღია, საჯარო ინფორმაციები, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ვინმესგან დასაცავი გვაქვს თავი. არავისგან არ გვაქვს თავი დასაცავი არცერთ ეტაპზე და არცერთ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. პარასკევს კელი დეგნანთან მქონდა დახურული ტიპის შეხვედრა“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები