პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები