მიხეილ სარჯველაძე – სანქციებზე: ახსნა სჭირდება, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება

“ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა, მათ შორის, ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახსნა სჭირდება.

„ახსნა სჭირდება, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ შორის, იქ არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რამდენიმე წელიწადია, აღარ არის მოსამართლე. რამ განაპირობა, რომ არამოქმედი მოსამართლე ამდენი წლის მერე მოჰყვა ამ სიაში?! ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა, მათ შორის, ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები