ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას
ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის.
„ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის და, მათ შორის, ქართველებისთვის, ვისაც ებრაელებთან ათასწლოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს.
ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.