ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5604 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5655 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0051 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7862 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7851 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები