თეიმურაზ კუპატაძე – სპეცოპერაციებზე: ფონიჭალაში დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას ნარკორეალიზატორების დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობს, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალასა და ლაგოდეხში, სოფელ კაბალში.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 10 ნარკორეალიზატორი და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

“გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ფონიჭალაში 4 ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები,” – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები