“ჩემმა შვილმა თქვა, თუ მამაჩემმა ეგ გააკეთა, ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო” – ქარელში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ცოლი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ქარელში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მეზობლისგან შეიტყო, შვილმა კი პოლიციას შეატყობინა.

“მეზობელმა ქალმა თქვა, სარაიის საპირფარეშოში ვიყავიო, რომ გამოვიარე, სარაიაში დავინახე – ერთმანეთს ეხვეოდნენ ეს გოგო და შენი ქმარიო. ჩემმა შვილმა თქვა, თუ მამაჩემმა ეგ გააკეთა, მე ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო. ჩემმა შვილმა დარეკა…”, – თქვა დაკავებულის ცოლმა.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცია დაკავებული.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები