ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0057 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები