თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო FIRST-ში გაწევრიანდა

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში – FIRST გაწევრიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით გლობალურად აღიარებული პლატფორმაა.

FIRST-ში გაწევრიანება კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებაში ჩართვითა და გამოცდილების გაზიარებით, გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამ კუთხით, მუდმივ რეჟიმში თანხვედრაში იყოს თანამედროვე მიდგომებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები