ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ის პარტიასთან ერთად ტოვებს ფრაქციასაც.

„ვფიქრობ, რაღაცნაირად, ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები