საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს.
კანონმდებლები გიორგი ამილახვარის, ირაკლი კოვზანაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად ინიშნება, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ, გიორგი ხელაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.