სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-სლოვენიის ბიზნესფორუმს 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო

დღეს, თბილისმა საქართველო-სლოვენიის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, სლოვენიის სავაჭრო პალატისა და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მათივე ცნობით, ქართველ მეწარმეებთან ბიზნესკავშირების დამყარების მიზნით სლოვენიურ დელეგაციას თან ახლდა სლოვენიური კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნესშეხვედრები ჩატარდა, სადაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნესკავშირები სლოვენიურ კომპანიებთან.

ასევე, განიხილეს საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები