ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა შეხვედრები ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან, საჯარო სკოლის და პროფესიული სასწავლებელის მოსწავლეებთან გამართეს.
ღონისძიებებზე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზები და გენდერული სტერეოტიპები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ბარიერებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან როდესაც ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას ახორციელებენ. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები