ბადრი ესებუას სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. ესებუას საქმეში 160-მდე მოწმეა, მათ შორის არიან მძევლებიც.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურის ბრალდებები, ძირითადად, ექსპერტიზის შედეგებს ეყრდნობა და ამბობს, რომ ხმის ნიმუშზე განმეორებითი შემოწმებისთვის, სამხარაულის ბიუროსთვის მიმართვას ისინიც აპირებენ. დაცვის მხარის პოზიცია უცვლელია.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები