12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, საკვების გადაცდენის შედეგად გამოწვეული ასფიქსია გახდა

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება – სამართალდამცავი უწყება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსია იყო, რაც საკვებით, კონკრეტულად კი მშრალი სუპით ინტოქსიკაციას შეეძლო გამოეწვია.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ოფიციალურად არ დასტურდება და
როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მალე იქნება ცნობილი, რის საფუძველზეც დასკვნა მომზადდება.
ამის შემდეგ კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა პეტრიწის ქუჩაზე წუხელ მოხდა. 12 წლის გოგონა ნათესავთან ერთად საღამოს 9 საათზე გარეთ სასეირნოდ გავიდა. მას შემდეგ კი რაც მშობლებმა მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს, 23:00 საათიდან მისი ძებნა დაიწყეს. 03:00 საათისთვის გოგონა პეტრიწის ქუჩაზე, ფარეხების უკან, ხეებში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები