დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა სახლში გადაასვენეს – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 12 წლის გოგონას გვამის გამოკვლევა დასრულდა. დიღომში გარდაცვლილი მოზარდი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე სახლში გადაასვენეს.

ბიუროში აცხადებენ, რომ სიკვდილის მიზეზი აღებული ნიმუშების კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამჟამად, აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი ყველა კვლევა დასრულდება და სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ეცნობება დამნიშნავს, ამ შემთხვევაში, ეს არის გამოძიება”, – ამბობენ ექსპერტიზის ბიუროში.

ამასთან, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი, დიდი ალბათობით, უბედური შემთხვევა და ასფიქსიაა. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა პეტრიწის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. დიდ დიღომში 12 წლის გოგონას 23:00 საათიდან ეძებდნენ. რამდენიმე საათში მოზარდი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები