“საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა” – დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ექსპერტიზას გაკვეთის უფლებას არ აძლევს

დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა და ცხედარი სახლში უნდა გადაასვენონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბაბუამ განუცხადა.

“ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ,” – ამბობს ბაბუა.

გოგონას ბაბუას თქმით, ამ დრომდე არ უპოვიათ მობილური ტელეფონი.

“ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია. ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალისტებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს. გამორთულია,” – აღნიშნავს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები