ირაკლი ნადირაძე: 9 აპრილს იქნება გამაფრთხილებელი აქცია
“9 აპრილს იქნება უბრალოდ გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის, ეს არ იქნება პარტიული აქცია”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხალხთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.
“კიდევ ერთხელ, ყველამ, საზოგადოებამ უნდა დავანახოთ, რომ ახლა მთავარი ამოცანა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა და არა ვიწრო პარტიული ამოცანები. შესაბამისად, პარლამენტში მუშაობა იქნება თუ სხვა ფორმა, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს ხალხთან ერთად ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად”, – აღნიშნა ნადირაძემ.